2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 იან 2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.