30 იან 2026
არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სოციალური საკითხების გაჟღერებას აპირებდა, თუმცა როგორც აცხადებს სხდომაზე არ დაუშვეს. მას კითხვები აქვს როგორც მერთან, ასევე საკრებულოს დეპუტატებთან და თავმჯდომარესთან.
მერაბ ღოღობერიძის განმარტებით, ქალაქში არაერთი სოციალური პრობლემაა, რომლებიც საკრებულოს დღის წესრიგში ვერ მოხვდა, ამ დროს კი ქალაქის თვითმმართველობა ავტობუსით მგზავრობას 130 პროცენტით აძვირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერიას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სატელევიზიო დებატებს სთავაზობს.
ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებაში განმარტავენ, რომ სხდომაზე დასასწრებად საკრებულოს მოქალაქემ საშვისთვის საკმარისია ერთი საათით ადრე მიმართოს, იურისტის განცხადებით, ღოღობერიძეს საკრებულოსთვის განცხადებით არ მიუმართავს.