დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიან ახალ ტარიფებს უწესებს

30 იან 2026

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ახალი ტარიფები დაწესდა იმპორტირებულ საქონელზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კუბაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას განაგრძობენ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კუბის მთავრობა შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ შეზღუდვები გავრცელდება ყველა ქვეყანაზე, გამონაკლისის გარეშე, რომელიც კუბასთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ „კუბა მალე დაინგრევა“ და აღნიშნა, რომ ვენესუელა, რომელიც ოდესღაც კუნძულის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო, კუბას აღარ უგზავნის არც ნავთობს და არც ფულს.