აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

30 იან 2026

აშშ-ში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით „ფერნი“ განსაკუთრებულად ძლიერია ქვეყნის სამხრეთ შტატებში. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

მისისიპის შტატში სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე 95 ათასზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 13 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია ტენესის შტატში, ლუიზიანაში კი სტიქიას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, სულ მცირე 10 ადამიანი ნიუ-იორკში ქუჩაში იპოვეს გარდაცვლილი.