30 იან 2026
სპორტის მინისტრის მოადგილეები საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის გალა-დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ, სამინისტროს ინფორმაციით ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 2025 წლის საუკეთესო მოტომრბოლელები, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს შესაბამის მოტოდისციპლინებში.
სამინისტროს ინფორმაციითვე ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით მთელი წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში 24 ტურნირი ჩატარდა.