ხე-ტყის შეძენა-რეალიზაციის საქმიანობის საგადასახადო კონტროლი  

30 იან 2026

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ხე-ტყის პროდუქციის შეძენა-რეალიზაციით დაკავებული პირების საქმიანობის საგადასახადო კონტროლის ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება, რაც მოიცავს გადასახადის გადამხდელების საქმიანობის შესწავლას ადგილზე ვიზიტით.

ამ ეტაპზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ინვენტარიზაცია ჩატარდა 130 მეწარმე სუბიექტთან.

უწყების ინფორმაციით, კონტროლის პროცედურები ხორციელდება გადასახადის გადამხდელების სამუშაო საათების გათვალისწინებით და არ ხდება მათი საქმიანობის პროცესის შეფერხება.