29 იან 2026
ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებს არ იღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, განცხადების მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი.
„ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება.
განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები.
განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
• გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული - აფსაროსის მე-3 შეს. №22
• აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული - აეროპორტის გზატკეცილის №55
• სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული - დიდაჭარის ქ. №21
• კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული - კახაბრის ქ. №28გ
• აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული - დავით აღმაშენებლის ქ. №19ა
• ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძის ქ. №7
• ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ი. ჯავახიშვილის ქ. №70
• თამარის ადმინისტრაციული ერთეული - კონსტიტუციის ქ. №1
• ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული - გოგოლის ქ. №14
• ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული - ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა
• ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის №46
• რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის ქ. №8
• ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - ლუკა ასათიანის ქ. №37ა
• მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული - თამარ მეფის გამზირი №16
უსახლკარო პირთა და ოჯახთა სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, წესი და დამტკიცებული განაცხადების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.