შეხვედრა სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებით

29 იან 2026

სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანს  შორის თანამშრომლობა  განიხილეს აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და „საქართველოს რკინგზის“ გენერალურ დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე.

როგორც აღინიშნა ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე „საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად განახორციელებს, რომლის შესახებაც  მხარეებს შორის ხელშეკრულება  უკვე გაფორმდა.