29 იან 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ირაკლი კიკვაძეს უსმენენ.
ირაკლი კიკვაძემ სამეურვეო საბჭოს წევრებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' განვითარების ხედვა და კონცეფცია წარუდგინა, ახლა კი სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს პასუხობს.
ირაკლი კიკვაძე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.