„ქართული ოცნების„ საკანონდებლო ინიციატივა - გამოხმაურებები

29 იან 2026

საპარლამენტო უმრავლესობა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პაკეტს ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებს.  მათი თქმით, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ზუსტდება გრანტების განმარტებაც. ირაკლი კირცხლაიას განცხადებით, ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

ზუსტდება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფო დაწესებულებებს ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენა.

განისაზღვრება, სახელმწიფო იურიდიული პირი და მან  გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. 8 წლით იზღუდება პოლიტიკური საქმიანობა უცხოური გრანტით სარგებლობის შემთხვევაში.

ფულის გათეთრების შემთხვევა  საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. ცვლილებათა პაკეტს გამოეხმაურა პარტია „ლელო“.

აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხალხს ფინანსური წნეხის ქვეშ მოაქცევს.