დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

29 იან 2026

პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა კაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.