საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

29 იან 2026

საქართველო 6 თვით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

ბისეკის გენერალური მდივანი ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება, რომელიც უკვე შეხვდა უწყების ხელმძღვანელს.