29 იან 2026
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე რუსთავში ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ყურადღება საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების ფუნქციონირების საკითხზე გამახვილდა.
აღინიშნა, რომ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების პროცესში მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გარემოს დაცვა და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, შეუფერხებელი წარმოება.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელიც საწარმოებში რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების პროცესში არსებობს.