28 იან 2026
ბათუმის დრამატულმა თეატრმა 147-ე თეატრალური სეზონის მე-2 პრემიერა წარადგინა. შემოქმედებითი დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „უხერხემლო“ წარსდგა.
სპექტაკლი ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა გაგა გოშაძემ დადგა.
საპრემიერო ჩვენებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, თამარ ნარიმანიძე, მოწვეული სტუმრები და თეატრის მოყვარულები ესწრებოდნენ.