28 იან 2026
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცებას, შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, კონცეფცია ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს და მისი რეალური მიზანია ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან.
ტატა ხვედელიანის განმარტებით, კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას ემსახურება.
მმართველ გუნდში კი განსხვავებული პოზიცია აქვთ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, კონცეფციის დამტკიცება - ხელისუფლების მხრიდან გაბედულ ნაბიჯად შეაფასა.
ლევან მახაშვილის თქმით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის მიზანი გამართული განათლების პოლიტიკის შექმნაა.