28 იან 2026
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს სასწავლო ცენტრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ამიერიდან კოლეჯი სარკინიგზო პროფესიებში კადრებს მოამზადებს.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მომავალი რკინიგზელები სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში გამოცდის ჩაბარების შემდეგ მართვის მოწმობას აიღებენ და შეძლებენ ამ მიმართულებით დასაქმებას.
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად ერთ-ერთ აუცილებელი პირობა სწორედ პროფესიული განათლების მიღებაა, სააგენტოს მიერვე აღიარებულ სასწავლო ცენტრში.