28 იან 2026
რუსული ძალების მიერ ოდესის რეგიონზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა კერძო სახლი, ადმინისტრაციული და სასაწყობო შენობები, მანქანები, პორტის ინფრასტრუქტურა და შენობები მართლმადიდებლური მონასტრის ტერიტორიაზე.
ოდესის რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ხანძარი სვიატო-უსპენსკის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე შენობაში გაჩნდა.
რუსულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.