აშშ-ში ზამთრის შტორმმა 38 ადამიანი იმსხვერპლა

28 იან 2026

38-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად. დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვით გამოწვეული შეფერხებების გამო აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ნიუ-იორკის მერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 ადამიანი ქუჩებში გარდაცვლილი იპოვეს დაახლოებით 500 უსახლკარო ადამიანი კი, რომლებიც ქუჩებსა და მეტროში ცხოვრობენ, პოლიციამ თავშესაფრებში გადაიყვანა. 

უამინდობის გამო სამშაბათს აშშ-ში დაახლოებით 2 ათას 190 ავიარეისი გაუქმდა და 4 ათას 630-ზე მეტი გადაიდო.