ინდოეთში მომაკვდინებელი ნიპას ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა

28 იან 2026

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში სიცოცხლისთვის საშიში ნიპას ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აზიის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელებზე ინდოეთიდან ჩასული მგზავრების შემოწმება გაამკაცრა.

ყირგიზეთმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ასევე  გაამკაცრეს  სასაზღვრო  კონტროლი. იანვრის დასაწყისში დასავლეთ ბენგალიში ვირუსით ხუთი მედიკოსი დაინფიცირდა; ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი  110 ადამიანი კარანტინში იმყოფება.

ვირუსი  ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის, ასევე შეიძლება გადავიდეს  ადამიანიდან ადამიანზე დაბინძურებული საკვების მეშვეობით.  ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობა არ არსებობს, გამოირჩევა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით.

ეპიდემიის პოტენციური საფრთხის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ნიპას ვირუსი COVID-19-თან და ზიკას ვირუსთან ერთად 10 ყველაზე საშიშ დაავადებას შორის შეიყვანა.