ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად ცნობილი პოლიტიკოსი დაიღუპა

28 იან 2026

ინდოეთში ავიაკატასროფის შედეგად  მაჰარაშტრის შტატის მთავარი მინისტრის მოადგილე, ჩარტერული რეისის ბორტზე  მყოფ კიდევ  ოთხ ადამიანთან ერთად დაიღუპა. თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პავარი  ფინანსურ დედაქალაქ მუმბაიდან მშობლიურ რეგიონში მიემგზავრებოდა, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.