28 იან 2026
ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. წამლების გარდა, კომისია საწვავის ფასებზეც იმუშავებს.
საბოლოო შედეგი კი, როგორც კომისიაში აცახდებენ, აპრილის ბოლოს უნდა დადგეს. აქვე გეტყვით, რომ სამუშაო შეხვედრები მსგავს ფორმატში გაიმართა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან.
ბოლო ასეთ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ბოლო წლებში გაზრდილია როგორც მარკეტებში თაროზე განთავსების საკომისიო, ასევე გაუარესებულია ქსელური მარკეტების კომერციული პირობებიც.