განათლების რეფორმის კონცეფცია დამტკიცდა

28 იან 2026

მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. დოკუმენტის თანახმად, არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს ისეთი განათლების მიწოდებას, რომელიც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ.   კონცეფციის მიხედვით, პირველიდან მეექვსე კლასამდე ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება, მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება - კლასები შეიქმნება მოთხოვნის შემთხვევაში.   მე-11 კლასის „პროფილურად“ გადაკეთება - მოსწავლე ისწავლის იმ საგნებს, რომლებსაც გამოცდაზე ჩააბარებს.

სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ. სკოლებში სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი.

კონცეფციის თანახმად, გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბეჭდური სახელმძღვანელო, არამედ ვიდეორესურსები, ციფრული სიმულაციები, კვლევითი ამოცანები. სასწავლო პროცესში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება.