27 იან 2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი და-ძმის ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ 25 იანვარს გარდაცვლილ ქალს დაბადების დღე ჰქონდა, რომელსაც ოჯახში, ძმასთან ერთად აღნიშნავდა.
მათივე თქმით, კაცი ეზოში გავიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში აღარ გამოჩენილა, რის შემდეგაც დამ მისი ძებნა დაიწყო. მანამდე ქალმა სხვა ძმებსაც დაურეკა და შეატყობინა, რომ დაკარგულის მოსაძებნად მიდიოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძებნისას ქალი ახლომდებარე ხევში გადავარდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ჰყვებიან, ძმის ცხედარი მეორე დილით, სკოლაში მიმავალმა არასრულწლოვანმა იპოვა.
ამ დროისთვის ორივე ცხედარი პროზექტურიდან სახლშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არცერთ მათგანს, სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.