ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

27 იან 2026

23 ადამიანი დაშავდა, ხოლო ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ორსული ქალი, საავადმყოფოში გადაიყვანეს  ოდესაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად. 

ოდესის რეგიონში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია მეხანძრეების მიერ დანგრეული საცხოვრებელი სახლიდან მობინადრეთა ევაკუაცია და ნანგრევების გასუფთავება.  რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტი.

ღამით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის რეგიონს 50-ზე მეტი დრონით შეუტიეს.