კიევისთვის მშვიდობის გასაღები დონბასიდან გასვლაა - დმიტრიევი

27 იან 2026

ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ უკრაინის დონბასის რეგიონიდან გასვლა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა.

რუსეთი აკონტროლებს დონბასის რეგიონის დაახლოებით 90%-ს და პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ უკრაინა დანარჩენს არ დათმობს, მაშინ რუსეთი მას ძალით წაიღებს.