27 იან 2026
ინდოეთსა და ევროკავშირს შორის ისტორიული მნიშვნელობის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა, მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ინდოეთ-ევროკავშირის პარტნიორობის შესახებ პაქტს.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი. ევროკავშირის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო შეთანხმება 2032 წლისთვის გააორმაგებს ევროკავშირის ექსპორტს ინდოეთში.
მხარეებმა ევროპული ექსპორტის თითქმის 97%-ზე საბაჟო ტარიფების გაუქმების, ან მკვეთრი შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ევროპული კომპანიებისთვის წელიწადში 4 მილიარდი ევროს დაზოგვას გამოიწვევს.
ინდოეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირი შვიდი წლის განმავლობაში შეამცირებს ტარიფებს საქონლის 99.5%-ზე, ხოლო ტარიფები ნულამდე შემცირდება ინდურ საზღვაო საქონელზე, ტყავის და ტექსტილის პროდუქციაზე, ქიმიკატებზე, რეზინზე, არაძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებზე, ასევე საიუველირო ნაწარმზე.