ხარკოვზე დრონებით თავდასხმა მოხდა

27 იან 2026

ხარკოვზე რუსეთის მიერ განხორციელებულმა რამდენიმე დარტყმამ დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება. ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ სამი რაკეტა ჩამოვარდა სამრეწველო რაიონში, დაზიანებულია 16 სართულიანი შენობა.

ტერეხოვის თქმით, დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღი. რუსული კომბინირებული დარტყმის შედეგად, რეგიონის 80%-ზე მეტი, მათ შორის რეგიონული ცენტრი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „ჩვენი ენერგოსისტემა მტრის დარტყმების მსხვერპლი გახდა - საკმაოდ სერიოზული ზიანი მიადგა“, - წერს რეგიონის გუბერნატორი თავის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისი თქმით, დარტყმა განხორციელდა ტორნადო -  ეს-ის ტიპის   სარაკეტო სისტემისა და შაჰიდის დრონების გამოყენებით.