გერასიმოვი ფრონტზე წინსვლის შესახებ საუბრობს

27 იან 2026

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის თვის მონაცემებით უკრაინაში 17 დასახლებული პუნქტი  და 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს, განაცხადა  რუსეთის მთავარმა გენერალმა ვალერი გერასიმოვმა. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინაში მებრძოლი რუსული ძალების „დასავლეთის“ ჯგუფი მოინახულა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთის ძალების ჯგუფი აგრძელებს საბრძოლო ოპერაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს „უსაფრთხოების ზონის“ გაფართოებას უკრაინის სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო რაიონებში. 

უკრაინის ოფიციალურ პირებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ განცხადებებზე.