აშშ-ში ზამთრის შტორმმა 18 ადამიანი იმსხვერპლა

27 იან 2026

18-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად. ძლიერი ყინვისა და ქარბუქის გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა თოვლმა და ყინვამ მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. 25 შტატში  ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, დაბალი ხილვადობის გამო ყველაზე მეტი ავიარეისი ბოსტონსა და ნიუ-იორკში გაუქმდა.

ზამთრის შტორმის გამო აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში მილიონამდე  აბონენტი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აშშ-ში თოვლი, ქარბუქი, წვიმა და ყინვა მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.