საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალეს

27 იან 2026

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 130 ხმით 21-ის წინააღმდეგ მიიღო.

კანონპროექტი სოციალურ მედიაზე წვდომის დაბლოკვის გარდა, საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილებას ბავშვების დაცვის მიზნით გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.