ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

27 იან 2026

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა.

აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღუდუშაური ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. 

ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა.