26 იან 2026
ამერიკის შეერთებულ შტატებს ზამთრის შტორმი დაატყდა თავს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ყინულოვანი წვიმა და თოვლია. რამდენიმე შტატში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება.
დიდთოვლობაა ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებშიც- მათ შორის კოლორადოს, ილინოისის, ინდიანის, მისურის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკის და პენსილვანიის შტატებში.
200 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო მოსალოდნელი სტიქიის შესახებ გაფრთხილება. რამდენიმე შტატში ქარბუქის გამო წაქცეულმა ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ბევრ შტატში დაიხურა სკოლები, საბავშვო ბაღები და საჯარო ბიბლიოთეკები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ზამთრის შტორმს „ისტორიული“ უწოდა და რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, ხოლო კიდევ 20 ათასი გადაიდო.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი.