26 იან 2026
ამ წუთებში ჟენევაში გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშიგანიხილება.
მოხსნებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდა. ხათუნა თორთლაძემ ანგარიშგების პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე გაამხვილა ყურადღება, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ არაერთ სფეროში რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავა.