ჰელსინკის კომისია საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

26 იან 2026

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოსმენას გამართავს.

კომისიის ცნობით, მოსმენა - სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“,  ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეფასებით ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილი მოსმენის მიზანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის ხელის შეშლა.