26 იან 2026
რიგით მეოთხე შეხვედრა ამჯერად მწარმოებლებთან - სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვედრებს განაგრძობს.
რა არის სასურსათო პროდუქტზე ჭარბი ფასნამატის მიზეზი და რატომ არის საქართველოშივე წარმოებული პროდუქცია ძვირი? ამ და სხვა მიზეზების დასადგენად სამთავრობო კომისიის პარალელურად მუშაობს სუსი, უახლოეს პერიდოში კი პროცესში ჩაერთვება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც.
პრემიერს დეტალებზე დღეს არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა არის გარკვეული ეჭვები, კარტელურ გარიგებებზე, დადასტურების შემთხვევაში კი სამართლებრივი კუთხით უკვე საგამოძიებო უწყებები იმუშავებენ.