26 იან 2026
პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.