25 იან 2026
ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფასების შემცირების თაობაზე ოპოზიციის საბოტაჟის მცდელობა არ არის გასაკვირი.
„არ სურთ მოსახლეობისთვის სოციალური ფონის გაუმჯობესება, რათა მღვრიე წყალში თავად შეძლონ თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი. ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ მიმართული. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც, ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.