ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ლიეტუვაში

25 იან 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერა განიხილეს, ასევე შეხვედრის დღის წესრიგიდ მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო დიპლომატიის საკითხიც. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველდღიურად ესხმის თავს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს. გიტანას ნაუსედას კი უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.