25 იან 2026
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე 11 ფიზიკური პირისა და საია-ს სარჩელი კვლავ შეფასებების თემაა.
ოპოზიციის ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო არჩევნების თემაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის სპეკულაციებს დაასრულებს.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დაიწყო, თუმცა, უარი თქვა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, შეეჩერებინა კენჭისყრის შედეგები, რასაც ინდივიდუალური სარჩელების ავტორები ითხოვდნენ.
სტრასბურგიდან კიდევ ერთი უარი საჩივრების ავტორებმა პროცესის დაჩქარებაზე მიიღეს. არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების სწრაფად განხილვა სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა. სტრასბურგი ყველა მხარისგან მტკიცებულებებს ითხოვს.