25 იან 2026
ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები შევიდა ძალაში, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტი ითვალისწინებს. ჯაშუშობისა და დეზინფორმაციისგან თავდაცვის მიზნით, ევროკავშირი რუს დიპლომატებს ავალდებულებს, აკრედიტირებული ქვეყნიდან შენგენის ზონის ფარგლებში გადაადგილების შემთხვევაში, წინასწარ, 24 საათით ადრე აცნობონ ამ მგზავრობის შესახებ ხელისუფლებას.ევროკავშირის ცნობით, მანამდე შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა რუს დიპლომატებს შესაძლებლობას აძლევდა, „მონაწილეობა მიეღოთ ფარულ საქმიანობებში, როგორებიცაა ჯაშუშობა და დეზინფორმაციის გავრცელება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის თაობაზე, რათა არასწორი წარმოდგენა შეექმნათ საზოგადოებისთვის“.