25 იან 2026
უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. მედიის ცნობით, ვილნიუსში ვოლოდიმირ ზელენსკი „ლიუბლინის სამკუთხედის“ ფორმატის ფარგლებში პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრებს გამართავს. პრეზიდენტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ყოფილი პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის ხალხების შეიარაღებული აჯანყების 163-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.