პრემიერის ინიციატივა - პოლიტიკური შეფასებები

25 იან 2026

შედება თუ არა დებატები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. ამ ფორმატში მონაწილეობას ოპოზიციის ნაწილი უპირობოდ გეგმავს, ნაწილი კი შეთავაზების მისაღებად გარკვეულ პირობებს თავად აყენებს.  
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესის წინაპირობად - ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკოსების ციხიდან გათავისუფლება მიაჩნიათ. პრემიერთან დებატების გამართვაზე თანხმობას აცხადებს ციხიდან გამოსული გიორგი ვაშაძეც, ინიციატივას მიესალმება ყოფილი პრემიერის გუნდიც.