25 იან 2026
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივ მოლაპარაკებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ დისკუსია კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა. უიტკოფის ინფორმაციით, დიალოგის გაგრძელება მომავალ კვირას იგეგმება. ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მთელი მისი გუნდი მოწოდებულია ამ ომში მშვიდობა დამყარდეს.