რომაული ფესტივალი

06 სექ 2025

საუკუნეების წინანდელი ისტორია გაცოცხლდება დღეს გონიო-აფსაროსის ციხეზე, სადაც ,,რომაული ფესტივალი" მიმდინარეობს.   სტუმრებს რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ელემენტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ. იმართება სპორტული შეჯიბრება მშვილდოსნობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში;

დაგეგმილია გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაული ცეკვები, ცეცხლოვანი შოუ.   ,,რომაული ფესტივალის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის ,,კლეოპატრასა და ანტონიუსის სიყვარულის ისტორიის’’ წარმოდგენა.   

სტუმრებისთვის კერამიკისა და ხის მასტერკლასები ჩატარდება, დააგემოვნებენ რომაულ კერძებს. ფესტივალი, რომელზეც დასწრება თავისუფალია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.