ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის მემორიალური დაფები

24 იან 2026

ბათუმში გამოჩენილი ქართველი მუსიკოს-აკომპანიატორების, ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის მემორიალურ დაფები გაიხსნა. ენვერ ღოღობერიძე - მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოღვაწეობდა, ასევე ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმში“ და სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხორუმში“.  
იგი დაჯილდოებულია არაერთი ორდენით. მემორიალური დაფის გახსნას მისი კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა ქალაქიდან დაესწრნენ. რაც შეეხება ბეხრი გოგიბერიძეს – იგი ასვე იყო მუსიკოს-აკომპანიატორი. 
1956 წელიდან აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოღვაწეობდა. მინიჭებული აქვს: საქართველოსა და აჭარის დამსახურებული არტისტის წოდებები. დაჯილდოებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით.
მემორიალური დაფების გახსნის შემდეგ, ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის აღზრდილი ცნობილი მუსიკოს-აკომპანიატორები: მერაზ ქედელიძე, ზაურ ბოლქვაძე და გია მელაძე საქართველოს დამსახურებული მუსიკოს-აკომპანიატორის საპატიო წოდებით დააჯილდოვეს.
ქართული საცეკვაო ხელოვნების ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვეს ნუგზარ მიქაძე. ქართული ფოლკლორის განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის საპატიო სიგელით დააჯილდოვეს მადონა თევზაძე ღონისძიების ორგანიზატორი: ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი იყო.