ლეჩხუმში მდინარეების შენაკადები "წითელი ნუსხის" სახეობის კალმახით დათევზიანდა

24 იან 2026

ლეჩხუმის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები   20 000 ქვირითით დათევზიანდა. განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. 2026 წლის გეგმის მიხედვით მდინარეების დათევზიანება ჯამში 700 ათასი ქვირითით მოხდება.