24 იან 2026
გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. სააღმზრდელო პროცესი ახალ ბაღებში ორშაბათიდან დაიწყება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში დასრულდა 50 ბავშვზე, ხოლო სოფელ ნიგვზიანში — 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობებში გათვალისწინებულია სკოლამდელი განათლებისთვის აუცილებელი ყველა პირობა. ახალ საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. დასრულებული პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოინახულა.