24 იან 2026
შს სამინისტრო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის სიცრუე და მანიპულაცია რაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, როგორც განცხადებაშია ვკითხულობთ, სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც სამართალდამცავებისგან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.