24 იან 2026
პროტესტის მონაწილეთათვის ბოლო დროს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება შეფასებების თემაა. „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - ასე ეხმიანება ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებულ ვითარებას და სპეციალურ ბრიფინგს აანონსებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს“. საკითხს შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში.