გივი მიქანაძე მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

24 იან 2026, 11:29

0
გაზიარება:

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, მათ შორის: სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას, პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.

მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.